ვაჟა–ფშაველა
გაზიარება

გული გავგზავნე ქვეყნადა 

გული გავგზავნე ქვეყნადა
სალაღოდ, სანავარდოდა
სულ უტიფარი და ნორჩი
ვინ იცის, საით დარბოდა

დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა
შევხედე, ვეღარ ვიცანი
ათიათასი წყლული სჭირს
ტანჯვა-ვაების ნიშანი

დამდნარა, ნალევს მთვარეს ჰგავ
სულს ჰლევდა, თითქოს კვდებოდა
ვეკითხებოდი, ხმას არ მცემს
ცრემლის მორევში დნებოდა
ვაებად ქმნილსა მოლხენის

აღარაფერი სცხებოდა
ვასუსუვ-ვანუგეშებდი
არ მისმენს, არა სცხრებოდა
თვითეულს შეკითხვაზედა
ცრემლი ზღვად გადმოჰსკდებოდა
გავიგე, რადაც სტიროდა
და რისათვისაც ბნდებოდა
ქვეყნის ავ-კარგის გაცნობას
თურმე თან ცრემლი ჰხლებოდა

??????