*ბიოგრაფია (ხ.ფ)
ფრიდონ ხალვაში 1925 წლის 17 მაისს დაიბადა. მშობლები: აიშე გოგიტიძე–ხალვაშისა, იშილ ხალვაში. მეუღლე: თუნთულ მაჭუტაძე–ხალვაშისა (1925). შვილები: მერი (1945), მზია (1947), ზაზა ხალვაში (1957).
ფრიდონ ხალვაშმა 1957 წელს მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის, 1959 წელს კი ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამტავრა. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი.
1979 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.
მისი პირველი ლექსი 1948 წელს, პოეტური კრებულ „გზის ქვეყანაში“ გამოქვეყნდა. ფრიდონ ხალვაში 50-მდე წიგნის ავტორია, რომელთა შორისაა: „ჭოროხის ხვაშიადი“, „საყვედური“, „გენაცვალე“, „ეს დღე“, „დარდი“, „ასი მზე დედის გულისა“.
2010 წლის 17 მაისს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ფრიდონ ხალვაშის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც ერთ-ერთი ლექსის წაკითხისას სახელოვანი პოეტი, მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა. ამის მერე ფრიდონ ხალვაში მძიმედ ავადმყოფობდა და გარდაიცვალა ამავე წლის 8 ივლისს, მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში (ქედის რაიონი).
"იმედი, დათმობა, მოთმინება, გატანა, პატიება. დედასაქართველოსგან ასეული წლობით მოწყვეტილი კუთხის შვილი, შეგნებული ცხოვრების ყოველდღე ვცდილობდი რამენაირად დამეჩქარებინა სხვა რელიგიით მიყენებული განცალკევებულობის ტკივილის მოშუშება. ბევრი მოქიშპე, მოძულე მყოლია. მტრობისათვის მტრული პასუხი არ გამიცია. ამისათვის გამამტყუნეს, მაგრამ თავად ვირწმუნე – ამით ბევრი მოვიგე", – წერდა ფრიდონ ხალვაში, რომელიც წარმოშობით საქართველოს ძირძველი კუთხიდან, ლაზეთიდან იყო.