ხილული სამზეო
კარგა ხანია საუკუნეს გადააბიჯა.
კარგა ხანია ხილული ხილული სამყარო დაეკარგა იმის თავალებს.
ყოველთვის შეუმცდარი ალღოთი გრძნობს მზის ამოსვლასა და ჩავლას. ხელიდან ქამარ ხანჯალს არ იშორებს.გამუდმებით მაღალ ბანის წვერზე ზის და მეხსიერებაში ჩარჩენილ სამყაროს დაჰყურებს შორად,თავისი ბავშვობისაკენ.
-შენამც დამიბერდები თეთრი თმა- წვერით,ჩემო ბათილავ! -დალოცა ბალღობაში ერთმა ,ოხუცმა დედაკაცმა და ახდა მისი ლოცვა.
თეთრი თმა- წვერით დაბერდა ბათილაი.მზე მოიღალა მის ძვალმსხვილ სხეულში ყოფნით.
-რატომ გარტყვია წელზე ხმალ-ხანჯალი, პაპავ?----ეკითხებიან შვილიშვილები.
იმად, რო შუა სკნელსა ვართ,-უპასუხებს მოხუცი.ბალღები იცინიან.
-ზემო სკნელს ვინღა არის, პაპავ?
-მინახავს,ადრე ჩემს ჯეელობაში მე და შუღლას გყვავდნენ გამოსე-
ულნი.
-შუღლაი ვინ იყო?
-შუღლაი გაღმა სოფლელი იყო,ჩემი ძმადნაფიცი.
-შენზე მეტი ღონე თუ ექნებოდა, პაპავ?
მოხუცი გაჩუმდა. ამ შეკითხვაზე არასოდეს არასოდეს ხმას არ იღებდა.
მის გარდა შუღლაი აღარავის აღარ ახსოვს.
ბათილას კი ახსოვს.
დევკაცი იყო გაღმა სოფლელი შუღლაი.
ახსოვს ბათილას.ერთხელ ღონეში აჯობა შუღლამ.მაგათ სოფლელებს
შუაში არაგვი ჩამოუდის. ნაკუთხ წყალს ქვაბით შუა ხიდხე დადგამდა.
გაღმაც ხალხი იდგა, გამოღმაც ორივე სოფელი ღონიერ კაცს ირჩევდა.
ერთი გაღმა ეწეოდა ქვაბს,მეორე-გამოღმა.ვინც თავის მხარეს წაიღებდა ქვაბს,ინ სოფლისა იყო ნაკურთხი წყალი.
ახსოვს ბათილას,გაღმინლება შუღლაი აირჩიეს, გამოღმელებმა-ბათილაი.ჩასჭიდეს იქი-აქა ძარღვიანი ხელები ქვაბის ყურებს და გასწიეს თავ-თავისკენ.ღონიერი კაცი იყო შუღლაი,ქვაბიც თავის მხარეს გაითრია და ბათილას.
მერე კარგა ხანს მკვიდრის მზესავით გაფერკმთალებული სახით დაიარებოდა ბათილა .ახლოს აღარავის იკარებდა.ბოღმამ ერთიანად
ჩამოადნო და სანთელივით ჩამოღვენთა.ვაჟკაცი იყო შუღლაი.სასმელ-საკლავით მოვიდა ბათილასთან დაძმად გაეფიცა.
ახლსოვს ბათილას შუღლაი.
სხვას არავის არ ახსოვს.
ახლა სხვა ხალხია აქ.
მარტო ბათილაიღა არის ძველი.
საუკუნეს დიდი ხანია გადასცილდა.
ახლა ისეღა დგას მაგის ძვალმსხვილ სხეულში დაღლილი სული, როგორც მზის ჩასვლის მერე მთების წვერებს შემორჩებათ ხოლმე ფერგამკრთალი „ მკვდრის მზე “
მზე მიიწურა ბათილაის სულის ცაზე.
უკანასკნელი მზის სხივიღა შემორჩათ სერებს.
ჭალიდან თალხი ნაგრილები მოჰყვება აღმართს და აჰა...
საცაა მკვდრის მზეც ჩაქრება და...
ჩამობნელდება.
თეთრი თმა-წვერით დაბერდა ბათილაი.
ზის და მზის ჩასვლას ელოდება.
მზე კი ისევ დგას საწუთროს კალოზე.
ბათილაი თავის მეხსიერებაში შემორჩენილ სამყაროს ჭვრეტაშია დანთქმული.
ახლანდელებს ვერავის ვერ ცნობს.
ძველები კარგა ხანია წასულნი არიან.
ჰყავს შვილთაშვილის ვილისშვილები.
მრავლდება მაგისი მოდგმა.
ბათილაიას შვილისშვილის შვილმა მოტაცებით მოიყვანა პატარძალი.
გაეხარდა მოხუცს.
ახლაღა წარმოიდგინა, რომ შვილის შვილიშვილი მაგას ჰყავდა.
გულიანად დალოცა „ახალყოილნი“ და საქორწილო სუპრის თავში დაჯდა.
დიდი ყანწი გამოცალა მოხუცმა.
მოეკიდა ალალაი,მეხსიერება აუმღვრია.
შუღლაი გაახსენდა.
რატომღაც ეგონა,რომ ისიც ცოცხალი იყო.
ძალიან მოუნდა შემთვრალ მოხუცს ძმადნაფიცის ნახვა და მოითხოვა.
-გადადით გაღმა სოფელში და შუღლაი გადმაიყვანეთ.
არავინ უგდო ყური,იცინოდნენ მარტო.
-შუღლაი გადმამიყვანეთ,მე თქვენი.... -გაბრაზდა მოხუცი.
-აქა ვარ, აქა, ბათილავ, -გაეხარდა ბათილას და,ჩემთან გადმოჯექიო, გასძახა.
ის ახალგაზრდა გადავიდა და გვერდზე მიუჯდა.
-როგორა ხარ, კაცოო.
-კარგად, შენა?
-რატო დამივიწყე.
-რა ვიცი, ესეთი ყოფილა სიბერე.
-ჰოო.
მოხუცის ხმაზე ელაპარაკებოდა ახალგაზრდა. დანარჩენები იცინოდნენ.
„ძმადნაფიცის“ ნახვით გალაღებულმა ბათილამ ძველი ამბები მოაყოლა საუბარს.
მერე ახალგაზრდამ ისევ მოხუცის ხმით უთხრა:
-ბათილავ,გახსოვს,მე რო მოგერივე.
ბათილას ხმა არ ამოუღია,უსინათლო თვალები მიაშტერა მოსაუბრეს.
ნაკურთხი წყლისათვის რომ შეეჭიდნენ,ის გაახსენდა,და სახეზე ფერფურმა გადაურბინა.ეწყინა,შუღლაიმ ის ამბავი რომ გაიხსენა.
მერე თანდათან უფრო მოეკიდა ალალაი.
მერე დაეჭვდა კიდაც:შუღლაი ვაშკაცი იყო,არ გაიხსენებდაო იო ამბავს.
ის ახალგაზრდა ახალ-ახალ ტყუილებს იგონებდა და,ეს თუ გახსოვსო,ეუბნებოდა ბათილას.
თანდათან უფრო დაეჭვდა ბათილაი. „შუღლაი ვაჟკაცი
იყო,არ გაიხსენებდა იმ ამბავს“.
ხალხი იცინოდა.
მერე ბათილას გაახსენდა,რომ შუღლაი ამქვეყანაზე აღარ იყო და უფრო მოუნდა,რომ ეს ახალგაზრდა დიდხანს მჯდარიყო მასთან და შუღლაის მაგიერობა გაეწია.ახლა ის ისე იყო თავის წარსულ სამყაროში დანთქმული,რომ არ უნდოდა მისი დატოვება.
გახსოვს,ბათილავ,რო გცემე,-გასახელებლად იძახდა ახალგაზრდა და ხალხს აცინებდა -შენ კი არა,მე გცემე,შუღლავ,-თავის მხრიდან ედავებოდა ბათილაი და უნდოდა, რაც შეიძლაბა დიდხანს გაგრძელებულიყო ასითი თავის ტყუება.
საქორწილო სუფრა ხარხარებდა.
მეორე დღეს ბანზეიჯდა ბათილაი.
მექორწილე ხალხი ვერც მეორე დღეს იკავებდა სიცილს.
-მოდი ვუთხრათ,-თქვა ერთმა.
-გაუშვი,ცოდვაა,ეწყინება.
-ერთი რას გვეტყვის,ჰა?
-ძია ბათილავ!
-რა გინდათ.
-შუღლას ხო არ დავუძახოთ.
-არა.
-რატო არა,გაიხსენებთ ძველ ამბებს,თუ გინდა, ამოგიყვანთ აქ.
-ვერ ამაიყვანთ,-თქვა ბათილამ და უსინათლო თვალები მიმოავლო ხილულ სამზეოს.