ჩოხელი გოდერძი
გაზიარება

სალომე 

ბუნებათურთ სალომეს გულში ანგელოზები გალობდნენ.სახლი ბურსარჭლის ფერდობზე ედგა, იქ,სადაც კავკასიონის ყველაზე დაბალი ყელია-ქვენა მთა; საიდანაც სათავეს იღებს შავი არაგვი.

ყველაფერი უყვარდა სალომეს,რაც შემოქმედს გაეჩინა დედამიწის ზურგზე:არაგვი,მთები, ლურჯთვალა იები,გოხიანში მოყუჟული კურდღლები,ფარდაგივით ამოქარგული გაზაფხული და ბამბის ფთილასავის თეთრი ზამთარი. სხვისი ლხინი ახარებდა,სხვისი უბედურების გაგონება

გულს უკლავდა,შიგ ჩადებულ ანგელოზებს უშფოთებდა.

მაშინ ომიანობის დრო იყო.სალომეს უფროსი ვაჟი ერთითვის დაბრუნებუნებული იყო ფრონტიდან, უფრო დიდი ომი დაიწყო და გაიწვიეს.

ისე გააცილა,ცრემლი არ დაუნახვებია შვილისთვის.ანჰელოზები ლიცულობდნენ იმის გულში.

-მერე, ბუსარჭილიც მოვიდნენ ჯარისკაცები, ქვენამთის გადმოსასვლელს ჰყარაულობდნენ.

ყოველდღე აკითხავდა სალომე, მათთან ყოფნისას შვილის სიახლოვეს გრძნობდა.ხან რძეს აუტანდა,ხან ხავიწის ქადებს.შეეჩვივნენ ისინიც.დედას ეძახოდნენ.ჩამოვიდოდნენ სალომეს სახლშიკერასთან დალხდებოდნენ და ეტყოდნენ:

-დედი, პური გვშია...

არ ზოგავდა მათთვის სალომე არაფერს.

მოგიკვდით, შვილებო, აი! -ეალერსებოდა თავის

შვილობილებს. შვილის წერილებს იმათ აკითხებდა.

ამათ თოფს რომ არავის ესვროდა,სალომეც დაწყნარებული იყო.როცა ჯარისკაცებს მეცადინეობაზე ასროლინებდნენ, შფოთავდა მაინ ჯარისკაცის დედა. უხაროდა,სროლის მერე ყველა ცოცხალი რომ ბრუნდებოდა სახლში.

ასე გავიდა ერთი ზამთარი.მტერმაქვენამთის გადმოსასვლელამდის ვერ მოაღწია და ჯარისკაცებიც წავიდნენ შორად.

წვიმიანი დღე იყო.ბუბუნაურთ სახლი დერეფანში ჯარისკაცები ემშვიდობებოდნენ თავიანთ დედობილს. ის წინდებსა და ჭრელ ხელთათმანებს ატანდა თითოეულ მათგანს.

-მოგიკვდით, შვილებო,აი!

ცრემლი კი არც იმათ არ ანახვა. მაშინაც ანგელოზები ლოცულობდნენ მის გულში.

მერე საშინელი სიმარტოვე მოიტანა იმ დღემ...

სახლის გვერდზე ნაწვიმარ მიწას ჯარისკაცების ნაფეხურები ეტყობოდა მცირე იმედად.

ტყიდან ფიჩხი მოიტანა და ნაფეხურებს ღობე შემოავლო სალომემ.იმ დღოდან იმის საზრუნავი ის ღობე გახდა.

მერე აღარც შვილის წერილი მოსვლია.სხვა შვილობილების წერტილი შეწყდა თათდათან.

მერე ომო დამთავრდა.გაცრეცილ ცასავით უსასრულო იყო ლოდინი.ყოველ წელიწადს ახალ ღობეს ავლებდა ნაფეხურებს.

დაბერდა სალომე,აღარ შეეძლო მუშაობა.მთიდან ბარში წაიყვანეს ქალიშვილებმა საცხოვრებლად.

სიბერეშიც არ მიატოვეს მისი გული ანგელოზებმა .ყველაფერზე დარბოდა,ყველაფერი გულთან მიჰქონდა.იმის გულში უკვე იპოვა ლოდინმა უსასრულობა.

შვილიშვილებმა იცოდნენ მოხუცის ამბავი და ატყუებდნენ:

-ბები, ამერიკაში ქარიშხალს შუქი ჩაუქვრია,თორმეტი კაცი მომკვდარა და ექვსიღა გადამრჩალა.

დარბოდა ყველას შესჩიოდა:

-საწყალი,ქარიშხალს მთელი ამერიკა გაუწყალებია.სადარდებელს სადარდებელზე უმატებდნენ შვილეშვილები:

-ბები ჩინეთში ველოსიპედით დასჯახებია კაცი ტრამვაის.

დარბოდა...

-ბები,საბერძნეთშიჯარისკაცი მოუკლავთ.

სალომეს, ჯაროსკაცის გაგონებაზე, სიფითრემ გადაუარა;მერე ლოგინდ ჩავარდა დარდით.

აღარაფერს შესჩიოდა.იწვა და...

ზამთარი ილეოდა.ზაფხულის ერთ ბნელ ღამეში,თმებგაწეწილი დაჰქროდა თეთრი აპრილი.

იმ ღამეს, ანგელოზებმა სალომეს გულში, სამუდამოდ მიიძინეს.

??????