ორბელიანი ვახტანგ
გაზიარება

კაცი ის არის 

კაცი ის არის ,
ვინც ოფლს მიწას ღვრის
და დაუდგრომლით ხელით ძლიერით
დედა მიწასა 
და მისწიაღს 
ჭღვთისამადლობით, მხიარულებით

აპობს და არღვევს ,
დაღალავს არ სდევს
და მუნით ნაყოფს აღმოაცენებს ,
და იმ ტკბილს ნაყოფს 
ქვრივ- ოხერთ უყოფს
და უშრობს მშიერთ ობოლთა ცრემლებს.

კაცი ის არის , 
ვისაც გულს ესმის 
ციური სიტყვა „ ძმობა , ერთობა“
და სიყვარულით 
აღვსილის გულით
დავრდომილ ძმათა მოეხმარება,

ვინც საქმით ქველით,
გონებით, სწავლით
მიახლოვდება მაღალ ღვთაებას,
ვინც ცდილობს მისწვდეს 
და ჭკუით მიხვდეს
საღმრთო განგების იდუმალ ნებას,

გამოიძიოს 
გამოიკვლიოს
დიდი, უსაზღვრო ღვთისა ქმნილება,
და ჰპოვოს მასში
იმ ღვთის დიდს ღვაწლში
მის საიდუმლო:ჭეშმარიტება.

და მის ძლიერთ
სიტყვით და აზრით,
ვით აბგარ- აბჯრით, მთლად შეიჭ ურვოს,
და იგი სიტყვა,
მღელავი ვით ზღვა ,
მაღლა უშიშრად ერთაამხილოს.

ვინც უდგას შორსა
სიცრუვეს, შურსა,
ვის არ ეხება პირმოთნეობა,
აქვს სული წრფელი,
სიტყვა ნათელი,
გულს დაიმარხა ჭეშმარიტება ,

ვის არა სცხვენის,
ვის არ ეშინის,
იგი მაღალთა მაღლა ასმინოს,
და იმ ღვთაებას, 
ჭეშმარიტებას,
არ დაიზოგოს, თავი შესწიროს.

ვინ ვრაცხოთ კაცად ?
არ ვიცი არსად,
ვერსად ვერ ვპოვებთ მას წმიდა არსსა.
იყო კი ერთი - 
ის იყო ღმერთი.
ისიც უგუნურთ კაცთ აცვეს ჯვარსა!

??????