მღვიმელი შიო
გაზიარება

მარტს 

მობრძანდი, მარტო, დროისით,
თოვლჭყაპუნა და წყლიანო,
ჭკუაზე თხელო, სულელო,
ხანდისხან ქარისხლიანო,
ზე- ქვერე ავადმყოფივით
ღრუბლიანო და მზიანო,
არც გაზაფხულო, ზამთარო,
არც თუ ნათელადღიანო!
შენ უკან დაგედევნება
მერცხალი ჭიკჭიკენისა,
გაზაფხულისა მორბედი,
დამატკბობელი სმენისა,
გულის ჭირთ უკუგამყრელი,
მკურნალი დამპალ სენისა,
მუდამ ერთ ხმაზე მგალობი,
მოყვარე დედაენისა.

1887 წ.

??????