ზამთარი
მწარედ გაისმის ღრიალი,
გატიტვლებულა მინდორი,
ვით ოხერი და ტიალი.
ჰყინავს და სუსხავს ზამთარი,
თოვლით ავსილან ხევები;
უძრავად დგანან მუხები,
როგორც უსულო დევები.
დაყრუებულა სოფელიც,
ყველა შექნილა მწუხარი,
გუგუნებს მხოლოდ თავისთვის
და მხიარულობს ბუხარი.
ხანდიხან სოფლის სიჩუმეს
არღვევს საქონლის ზმუილი,
მინდორ-ველს- მელის ჩხავილი
და მშიერ მგელთა ყმუილი.
1891 წ.