მღვიმელი შიო
გაზიარება

ვედრება მეტივეთა შვილებისა 

მტკვარი მოღელავს, ზვირთები
დუდუნით მოიმღერიან,
გროვად პატარა ბიჭები
სერიდან გადმოსცქერიან.
გაფაციცებით უმზერენ
თავქვე მიმავალ ტივებსა,
შორს აყოლებენ, ძაან შორს
ცინცხალა თვალის სხივებსა.
- მტკვარო, ნუ ღელავ! ქარო, შენც
გრიალი დაიდუნეო,
მამები მშვიდობიანად
დროზე შინ დაგვიბრუნეო.
გვისმინეთ თხოვნა-ვედრება
მამის პატარა შვილებსო,
თქვენი ღელვა და ზუზუნი
მშობლებს ნუ აგვატირებსო!

1886 წ..

??????