*ბიოგრაფია (ჩ.შ)
1947 წელს დაამთავრა თბილისის 25-ე საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრებისთანავე შევიდა უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1952 წელს. 1954 წელს პოეტი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა ირაგაში მუშაობდა ქართული ენის მასწავლებლად. შოთა ჩანტლაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ ლილოს ბიბლიოთეკაში, პერიოდულად მუშაობდა რედაქტორ-სტილისტად სხვადასხვა გამომცემლობაში, სისტემატურად თანამშრომლობდა პერიოდულ პრესაში, წერდა რადიოსა და ტელევიზიისათვის.
მეგობრები მართალ აბდულას ეძახდნენ.
გარდაიცვალა 1968 წლის 29 ნოემბერს, ღამის 11 საათზე, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე მე-3 საავადმყოფოში ბრმანაწლავის დაგვიანებული ოპერაციის შემდგომი გართულებების გამო.
შოთა ჩანტლაძე, გარდა ლექსებისა, წერდა მოთხრობებს, მინიატურებს, იგავებს. თარგმნა ფინური ეპოსი "კალაგულა", ირლანდიური საგები, პუშკინის, ლერმონტოვის, ტიუტჩევის შედევრები. მისი დღიურები და პირადი წერილები მრავალ საინტერესო ცნობას შეიცავენ იმდროინდელი ლიტერატურული პროცესების შესახებ.
პირველად შოთა ჩანტლაძის ლექსები მუხრან მაჭავარიანმა დაბეჭდა. არ ჩქარობდა თავისი კრებულის გამომზეურებს. დღემდე პოეტის ოთხი კრებული დაისტამბა. მათ შორის-"თენდება, ღამდება" (1984 წელი) და "შოთა ჩანტლაძე" (1998 წელი, რედაქტორი იზა ორჯონიკიძე. კრებული მომზადებულია გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საარქივო მასალაზე დაყრდნობით).