რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

მეკითხებიან - რას აკეთებ? 

მეკითხებიან:
- რას აკეთებ?
- ვუსაქმურობ.
- მერე?
- ვწერ.
- მერე?
- ვიწერ რედაქციისთვის, ვაბეჭდინებ თუ დაბეჭდეს.
- მერე?
- გამომაქვს ჰონორარი.
- მერე?
- ციკლი იწყება ახლიდან.

[1957 წლის შემოდგომა]



შენიშვნები



ამ ჩანახატის ადგილი ქრონოლოგიურ ჩარჩოში მიახლოებითაა დადგენილი (იხილე შენიშვნა წინა მოთხრობისათვის).
ჩანახატი გამოუქვეყნებელია.

??????