რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

გიოს ვუთხარი... 

გიოს ვუთხარი:
- გადმოდი ჩვენთან.
გიო გაწითლდა, დაიბნა.
- ჰა? – იკითხა.
- არაფერი, გამოიარე ჩვენთან. ხევს გაღმა როა, იმიტომ გითხარი გადმოდი მეთქი.
გიო უფრო გაწითლდა, გაიღიმა.

[1957 წლის შემოდგომა]




შენიშვნები



ეს პატარა, ნახევარგვერდიანი ჩანაწერი, ისე როგორც მომდევნო, გრაფიკულად და სტილისტურად, აშკარად, გაფორმებულია როგორც მხატვრული ნაწარმოები. ქრონოლოგიურ ჩარჩოში მისი ადგილი მიახლოებითაა დადგენილი. ის წერია ბაბუას შესახებ დაწერილი მოთხრობის მსგავს ცალხაზიან თაბახის ფურცლებზე. ამ ფურცლის დასაწყისში შტრიხებით ჩახატულია სამელნე. შემდეგ მწერლის ფაქსიმილე, მოხაზულია კაცის სახე ანფასში, გვერდით - პროფილში, შუა გვერდზე ჩახატულია ისევ კაცის სახე ანფასში. მის გვერდით, წვრილი ასოებით - კვლავ მწერლის ფაქსიმილე.
ჩანახატი გამოუქვეყნებელია.

??????