დოილი ართურ კონან
გაზიარება

*ბიოგრაფია (დ.ა.კ) 

სერ არტურ იგნატიუს კონან დოილი (შირ Aრტჰურ Iგნატიუს ჩონან Dოყლე; დ. 22 მაისი, 1859, ედინბურგი - გ. 7 ივლისი, 1930, კროუბორო), შოტლანდიელი მწერალი, ცნობილი დეტექტივის, შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟის შემქმნელი. დეტექტიური რომანის ინოვატორი. იგი სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, თეტრისა და პოეზიის ჟანრშიც მუშაობდა. კონანი თავდაპირველად მისი შუასახელი იყო, თუმცა ბოლო დროს მან იგი საკუთარი გვარის ნაწილი გახადა.
არტურ კონან დოილი დაიბადა 1985 წელს, ედინბურგში. მას ცხრა დედმამიშვილი ჰყავდა. მამა ადრევე გარდაიცვალა ალკოჰოლიზმით. დედა კი ირლანდიელი პლანტაგენეტების წარმომადგენელი იყო. კათოლიკურ სკოლებში დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების შემდეგ დოილი აგნოსტიკი ხდება. 1875-1881 წლებში მედიცინას სწავლობს ედინბურგის უნივერსიტეტში. მისი ექიმად მუშაობა ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება. პაციენტთა რიცხვი სულ უფრო მცირდება, რაც საშუალებას აძლევს მწერლობას მეტი დრო დაუთმოს. თავის პირველ ნაწერებს 1879 წელს აქვეყნებს , ხოლო 1887 წელს პირველად ჩნდება შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟი Bეეტონ'ს ჩჰრისტმას Aნნუალ-ში გამოქვეყნებულ ნოველაში. დოილი თავს ანებებს მედიცინას და მთელ დროს მწერლობას უძღვნის.
პარალელურად დოილი პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა და წერს პამფლეტებს, მათ შორის: ომი სამხრეთ აფრიკაში: მიზეზები და ორგანიზაცია. 1902 წელს მას კეთილშობილის ტიტულს მიანიჭებენ და ხდება სერ არტურ კონან დოილი.
1918 წელს დოილი სპირიტიზმით დაინტერესდება და იწყებს კონფერენციათა ტურნეს, აქვეყნებს სხვადასხვა სახის ნაშრომებს, მათ შორის: ახალი გამოცხადება (1918), რომელშიც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობას და ზეციურ ძალებთან კონტაქტის შესაძლებლობას ამტკიცებს.
მართალია, არტურ კონან დოილი განსაკუთრებით ცნობილია შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟით, მაგრამ მას ასევე ეკუთვნის ისტორიული მოთხრობები (როგორც თეთრი კომპანია), სამეცნიერო ფანტასტიკა (დაკარგული სამყარო) რომანები პარანორმალურ მოვლენებზე. მთლიანობაში მისი შემოქმედება მოიცავს 50-ზე მეტ წიგნსა და მრავალრიცხოვან ნოველას.
სერ არტურ კონანდოილი გარდაიცვალა 1930 წლის 7 ივლისს კარდიალური შეტევით.

??????