* * * ვიბადებით საავადმყოფოებში (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
გრძელი უფერული დერეფნები
ნაბიჯების ხმა სიჩუმეში
ჰაერი გაჟღენთილი ქლორით და მსგავსი საძაგლობით
კედლები - ავადმყოფობებით
სიებში შეტანილი ჩვენი სახელები
ყველაფერი კონტროლის ქვეშაა
დოკუმენტები - საქაღალდეებში
საქაღალდეები -კლიტეებდადებული
კარის წინ სარეგისტრაციო მაგიდაა
დღეს შენთან
აღარავინ მოვა
ფანჯრის მიღმა ბნელა
შენობის მეორე ბოლოში მორგია
აწი ფეხები
გეუბნება დამლაგებელი