ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ
გაზიარება

სიცოცხლის ნახევარი (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი) 

ყვითელი მსხლებით დამძიმებული
და ველური ვარდებით სავსე
ტბაში ჰკიდია
ტევრი ნაპირის.
ნაზო გედებო,
და კოცნებით თავბრუდასხმულნო,
თავს ჰყოფთ
ღვთიურ-ფხიზელ
წყლის სიანკარეში.

ვაგლახ მე, აწ სადღა ვიპოვი, როდესაც
ზამთარი დამდგარა, ყვავილებს ან მზის სხივს,
ანდა მშვიდ ჩეროებს
მზიანი მიწისას?
დგას ყრუ გალავნები
უენოდ. გაყინულ
ფლუგერებს ქარბუქში ჭრიალი გაუდით.

??????