ჰერბერტი ზბიგნევ
გაზიარება

ტყე (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

ფეხშიშველი ბილიკი კისრისტეხით გარბის ტყისკენ. ტყეში უამრავი ხეა. არის ოფოფიც. არიან ბავშვებიც, რომლებსაც "იასი" ან "მალგოსია" ჰქვიათ. არიან კიდევ პატარ-პატარა ცხოველები და მხეცები. მხოლოდ ქონდრისკაცები აღარ არიან, გაწყდნენ.
ჩამობნელდება თუ არა, ჭოტი უზარმაზარი გასაღებით კეტავს ტყეს, რადგან, ღმერთმა დაიფაროს, კატამ თუ მოახერხა შიგ შეპარვა, აიკლებს იქაურობას!

??????