ჰერბერტი ზბიგნევ
გაზიარება

ნიჟარა (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

ჩემი მშობლების საწოლ ოთახში, სარკის წინ, ვარდისფერი ნიჟარა იდო. ფეხაკრეფით მივეპარებოდი ხოლმე, ხელს დავტაცებდი და ყურთან მივიტანდი. მინდოდა, ისეთ დროს მიმესწრო, როცა ნიჟარა რაღაცას არ მოსთქვამდა თავისი გაბმული ერთფეროვანი ხმით.
პატარა ვიყავი, მაგრამ უკვე ვიცოდი: ძალიანაც რომ გიყვარდეს ვინმე, არის წუთი, როცა ესეც გავიწყდება.

??????