ჰერბერტი ზბიგნევ
გაზიარება

იმპერატორი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი იმპერატორი. ყვითელი თვალები და ბერკეტივით მოძრავი ყბები ჰქონდა. მარმარილოთი და პოლიციელებით გატენილ სასახლეში ცხოვრობდა. მარტოდმარტო. გამოიღვიძებდა ღამით და ყვიროდა. არავის არ უყვარდა. მას კი ყველაზე მეტად ნადირობა და კაცის კვლა იტაცებდა. ბავშვებთან სურათის გადაღებაც უყვარდა, თაიგულით ხელში. როცა გარდაიცვალა, ვერავინ გაბედა მისი სურათის ჩამოხსნა.
აბა, დაათვალიერეთ, იქნებ თქვენს სახლშიაც აღმოჩნდეს მისი სურათი.

??????