ჰერბერტი ზბიგნევ
გაზიარება

ვარდი და ქარი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

წალკოტში გაზრდილი ვარდი ქარს შეუყვარდა. ისინი სულ არ ჰგავდნენ ერთმანეთს: ქარი მსუბუქი და გამჭვირვალე იყო, ვარდი კი - უმოძრაო და სისხლივით მძიმე. ერთ დღეს ჩექმებიანი კაცი მოვიდა და ვარდი მოწყვიტა. ქარი გაექანა მისკენ, მაგრამ კაცმა ცხვირწინ მიუკეტა კარი. "ნეტავი ქვად მაქცია, - ატირდა უბედური ქარი. - მთელი ქვეყანა რომ შემომევლო, წლობით რომ შინ არ დავბრუნებულიყავი, ერთი რამ მაინც ვიცოდი, ყოველთვის აქ ვარდი დამხვდებოდა".
ქარმა ისიც იცოდა, ჭეშმარიტი ტანჯვა რომ მარტო ერთგულთა ხვედრი იყო.

??????