ბოლოდან (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
მანამდე რაღა იყო? ნუ ვიფიქრებთ ამაზე. კუდიანი დედაბერი ფარვანასავით ეხეთქება ფანჯრის მინებს... ბრძოლის ველიდან გამოქცეულ ორმოც ყაჩაღს გზაში გრძელი ბებუთები და წვერები დაჰკარგვიათ, ხოლო მაჟაურად ქცეული ურჩხული ნუშის ფოთოლზე მოკალათებულა და არხეინად სძინავს.