ჰაფეზი
გაზიარება

* * * შენ ცისკარი ხარ (მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი) 

შენ ცისკარი ხარ, მე - მიმქრალი სანთლის მუდარა,
მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა-რა.

სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი,
შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა.

სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა
ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა.

ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ ჩამოუქროლოს,
შემოგეხვევა ვნებისაგან ტანზე სუდარა.

??????