შელი პერსი ბიში
გაზიარება

* * * მიწისკენ ასე რომ მიილტვით (მთარგმნელი: გიორგი ნიშნიანიძე) 

მიწისკენ ასე რომ მიილტვით, რას მოიძიებთ
შიგ, აგზნებულო ფიქრებო და ბასრო აზრებო,
უქნარა ტვინმა რომ დაგბადათ, ვინც ბიწიერ
ლივრეად ტანზე მიიტმასნა მთელი სამზეო;
ო, გულო ჩემო, ჩქარო, წამით რომ არ იძინებ
და ტყუილიც რომ გყოფნის ხოლმე აქ საარსებოდ?!
და შენ, ამაოდ მცდელო სულო, ქვეყნის კიდილთგან
სულ რომ ჰკითხულობ, სიდან მოხველ და სით მიდიხარ,
შენ ერთმა უნდა უცნობადის ზღვა გადასერო!
საით მიილტვით, რა ქარაფზე დაგიკიდიათ
მწვანე ბილიკი სიცოცხლისა? ან სადაური
ხსნაა სიკვდილი შვებისა და ურვა-დარდისგან?
გულო და აზრო, ცხოვრების წილ რა საზღაური
უნდა მოგაგონ, რა სკნელები უნდა გადისხნან?

??????