ცირკის მსახიობ ქალს (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
გოგმანობ, როგორც მტრედი.
იღლიის ჭრილში მოგიჩანს
ხურმისოდენა მკერდი.
დადიხარ, მიწას აჩნდება
ძლივს შესამჩნევი კვალი
ყელამდე მავსებს სინათლე
შენი შიშველი მკლავის.
გიცქერ და თითქო პირველად
გხედავდე, ისე მიკვირს,
ცის კაბადონი მგონია
შავი გუმბათი ცირკის...
და მაგონდება შორი გზა,
მარტის ღამე და წვიმა, -
უცნობებს რომ გვაღვიძებდა
ერთ სარეცელზე მძინართ.