მილანი. აგვისტო. 1943. (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
მტვერში რაღაცას.
ქალაქი მოკვდა.
მოკვდა...
მის თავზე
უკანასკნელად
ცამ დაიგრგვინა...
ტაძრის გუმბათზე გაბმულ ანტენას
მოსწყდა, ვით ცრემლი, ნაზი ბულბული...
კმარა,
ნუღარ თხრით ჭებს ეზოებში, -
ცოცხლებს წყურვილი აღარ აწუხებთ!
ნუ შეეხებით ნახევრადმიხრწნილ
გაბერილ გვამთა წითელ სხეულებს.
დაე, ეყარნონ მტვრიან მიწაზე
იქ, სადაც მათი სახლები დგანან...
ქალაქი მოკვდა.
გარდაიცვალა.