ქვაზიმოდო სალვატორე
გაზიარება

კედელი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

ამ ძველი სახლის კედელი უკვე
გაბზარულია, ნესტით შეჭმული.
მის ჩაშავებულ აგურთა შორის
დასრიალებენ მარდი ხვლიკები.
ბაყაყი თავის გუბისკენ მიხტის,
მას თან მიჰყვება მონოტონური
სიმღერა ჩემი შორეულ სოფლის...
ძვირფასო ჩემო! უნდა გახსოვდეს
შენ ეს ადგილი, სადაც ვეება
ვარსკვლავი სალამს გვითვლიდა შორით.
ვინ მოსთვლის ახლა, რამდენი წელი
ფოთლების მსგავსად გასცვივდა ჭადრებს,
ანდა რამდენი დაგროვდა სისხლი
სამყაროს წყალუხვ მდინარეებში?!

??????