ქვაზიმოდო სალვატორე
გაზიარება

იქ, სადაც ხეთა... (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

იქ, სადაც ხეთა იისფერ ლანდებს
უკაცრიელი შებინდება დუმილით მოსავს,
უეცრად მიწყდა შორეული ფეხის ხმა შენი.
იგი ჰაერში განიფანტა,
ვით სურნელება
მინდვრის ყვავილის,
როგორც შორი ძახილის ექო...
შენ გრძნობით ცხოვრობ,
გსურს გრძნობებში იპოვნო აზრი
და გამართლება მოუნახო თვითეულ განცდას...
მე კი სხვა სურათს წარმომიდგენს ჟამთასვლის სარკე:
მე ახლა უკვე თვით სიკვდილი არ მაკრთობს ისე,
ვით სილამაზის უეცარი გამოსხივება.
და მე დავკარგე ყველაფერი, რაც ადრე მქონდა:
უშუალობა,
სიხალისე,
ხალასი ნიჭი
იმიტაციის... და მე იმის უნარიც არ მაქვს,
რომ ვინმეს თავი მოვაჩვენო ბედნიერ კაცად.

??????