ფრენო ანდრე
გაზიარება

ვინ ფლობს რას? (მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი) 

ვინ ფლოობს რას ამ შემოგარენში?
ვისია ეს მრავალგზის დალაშქრული გორაკი,
ყოვლის დამთმენი კედლები, ოქროსფერი თავთუხები,
ნუშის ხეები?
შენი ხომ არ არის ეს თვალწარმტაცი მამული,
სახლი, მჭვირვალე ტბა,
მინდორში კიჟინით მორბენალი ბავშვი?
ვინ შეაშველებს ხელს ჩამოშლილ კედლებს,
ამაყ ყვავილებს, განიავებულ მემკვიდრეობას,
დამშრალ ჭას?
ვინ წაიკითხავს მიცვალებულ ახლობელთა
სახელებს
გაცრეცილ ქვებზე?
ვისია ქარი, ვისია კლდე, ვისია სიკვდილი?

??????