ფაროხზადი ფორუღ
გაზიარება

ჩიტი მოკვდავია (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე) 

მე გულმწუხარე ვარ
მე გულმწუხარე ვარ

აივანზე გავდივარ
და ღამის გადაჭიმულ კანს თითებით ვეხები.

გადამწვარია კავშირთა ჩირაღდნები,
გადამწვარია კავშირთა ჩირაღდნები.

მზეს არავინ გამაცნობს
ბეღურების წვეულებაზე არავინ დამპატიჟებს

დაივიწყე ფრენა
ჩიტი მოკვდავია

??????