უოლკოტი დერეკ
გაზიარება

ძალა (მთარგმნელი: ზვიად რატიანი) 

არ მობეზრდება ცხოვრებას ბასრი ბალახების მიწაში ჩასობა.

აღტაცებული ვარ მსგავსი ძალადობით -
სიყვარული მყარია. მშვენიერია

დაუნდობლობა, რომლითაც ერთმანეთს უმასპინძლდებიან
ურო და გრდემლი. მათ კარგად ესმით
ერთმანეთის.

მე შემიძლია გავამართლო ბუნებრივობა
მსხვერპლისაკენ გაქცეული ლომისა და გაშეშებული ფურირემის,
გავამართლო შიში მის თვალებში.

მაგრამ ვერასდროს გავუგებ არსებას,
რომელიც ცდილობს ისე წეროს ამ ყველაფერზე,
თითქოს თვითონ ყოფილიყოს სამყაროს ღერძი.

??????