მე ვეუბნები ყველა შტატს და თვითიეულ მათგანს, ამ შტატების ხალხს და ქალაქებს: ,,მეტი იბრძოლე - ნაკლები ეყმე!" განურჩეველი თანმიყოლა ნიშანია სრული მონობის, ხოლო ასეთი მონობისგან შტატი, ქალაქი, გინდა ერი თავს ვერ დაიხსნის, ვერ მოიხვეჭს თავისუფლებას! ინგლისურიდან თარგმნა თამაზ ჩხენკელმა