ტომასი დილან
გაზიარება

ხელმა ქაღალდზე ხელმოწერით (მთარგმნელი: თამარ ერისთავი) 

ხელმა ქაღალდზე ხელმოწერით ქალაქი დასცა,
ხუთმა მეუფე თითმა ბაჟი დაადო სუნთქვას,
გაანახევრა ქვეყანაზე სიცოცხლე კაცთა,
მეფეს სიკვდილი მიუსაჯა ამ მეფემ ხუთმა.

ურყევი ხელი დაქანებულ ბეჭიდან მოდის,
და თითის სახსრებს ვალი ბოჭავს, გადასახდელი,
ბატის ფრთით ბოლო მოეღება მკვლელობას, რომლის
მეოხებითაც გაუქმდება ყველა სარჩელი.

ხელმა ტრაქტატზე ხელმოწერით დათესა ზაფრა,
ქვეყნად იმძლავრა შიმშილმა და მოვიდა მკალი,
დიდია ხელი, კაცთა სვე-ბედს რომელიც მართავს
ძნელგასარკვევად მოწერილი სახელის ძალით.

ეს ხუთი მეფე გვამებს ითვლის და წყლულზე მიმხმარ
სისხლს არად აგდებს, სიბრალულით არ უთრთის ძარღვი,
ხელი განაგებს ღვთის წყალობას და ცათა რისხვას,
ცრემლი არა აქვს, რომ დაღვაროს, და ამად არ ღირს.

??????