ტაკამი ძიუნ
გაზიარება

სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე (მთარგმნელი: ჯემალ მჭედლიშვილი) 

საინტერესოა, რა ხდება იქ,
სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე?
ავიღოთ, მაგალითად, სახელმწიფო საზღვრები:
ომის დროს,
ჯუნგლებში რომ ვიკაფავდი გზას,
გადავჭერი ბირმის და ტაილანდის საზღვარი,
მაგრამ არ შემიმჩნევია მსგავსი არაფერი -
არავითარი სასაზღვრო ზოლი.
და ეკვატორსაც როცა ვკვეთდი,
მე არ მინახავს მცურავი ბაკენი2 სადმე,
მარტო ზღვა იყო გაწოლილი მუქლურჯი ფერის.
ბირმის და ტაილანდის თავზე მშვენიერი ცა გადმომყურებდა,
გაბრწყინებული, ცისარტყელით დამშვენებული,
ისე, ძლიერი თქეშის შემდეგ რომ იცის ხოლმე,
მაგრამ აი, სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე,
იქნებ იქაც ცისარტყელა კაშკაშებს?
იქნებ ყველაფერი, რაც ჩემს ირგვლივაა,
თვით ჩემის ჩათვლით,
ველური ჯუნგლებია?

??????