ტაკამი ძიუნ
გაზიარება

როგორც ენკუ თლიდა ხიდან ბუდას (მთარგმნელი: ჯემალ მჭედლიშვილი) 

მინდა ისე ვწერო ლექსები,
როგორც ენკუ* თლიდა ხოლმე ხიდან ბუდას.
მინდა ლექსებში ვიწკმუტუნო, როგორც ნანა -
ძაღლი, ძაფურათი დაავადებული.
მინდა რომ ლექსები ყვაოდნენ ისე ხასხასად,
როგორც ყვითელი ბაბუაწვერა.
მინდა ლექსები ისე უბრალოდ ვწერო,
როგორც ცაზე გაკრულმა ფრინველმა,
უბრალოდ რომ გადმოისვრის ხოლმე ერთ ცინცლა სკლინტს.
ხანდახან კი ისე ხმამაღლა მსურს ვიკითხო ლექსები,
როგორც გემი ბღავის პორტიდან გასვლის წინ.

* ენკუ - XVII საუკუნის იაპონელი მოქანდაკე - ხის მხატვრულად დამმუშავებელი.

??????