სტრანდი მარკ
გაზიარება

წინათგრძნობა (მთარგმნელი: ზვიად რატიანი) 

იყო ღამე, მთვარე დაჰყურებდა გუბეს
და წყალს აქცევდა რძედ, ხოლო ქვემოთ,
ლურჯი ხეების ტოტების ქვემოთ,
სეირნობდა გოგონა; წამით

მას ეჩვენა საკუთარი მომავალი:
წვიმა იღვრება ქმრის საფლავზე, წვიმა იღვრება
მისი ბავშვების სათამაშო მოედანზე, ცივი ჰაერით
ევსება პირი, მის ბინაში უცხოები დააბიჯებენ,

ვიღაც ლექსს წერს მის ოთახში, ლექსში მთვარეა,
გოგონა დადის ხეებს შორის, ფიქრობს სიკვდილზე,
ფიქრობს მასზე, ვინც ფიქრობს მასზე. ქარი მძლავრდება
და მიაქვს მთვარე, და ფურცელში რჩება სიბნელე.

??????