სტრანდი მარკ
გაზიარება

შეჯამება (მთარგმნელი: ზვიად რატიანი) 

ჩვენ გავაკეთეთ, რაც გვინდოდა.
უარვყავით ოცნებები, ვამჯობინეთ უნაყოფო ძალისხმევა
და შევეგებეთ სევდას. საკუთარი თავის ნგრევა
ვაღიარეთ ჩვენს ერთადერთ დანიშნულებად.

და აი, შედეგიც:
სადილი მზადაა, მაგრამ ვერ ვჭამთ.
ხორცის ნაჭერი ცივდება თეფშზე.
ღვინო იცდის.

ამაშიც არის რაღაც კარგი:
აღარაფერს გვპირდებიან, აღარც გვართმევენ.
გული, რომელიც არ გვჭირდება, საერთოდ არ გვაქვს.
არც წასვლის და არც დარჩენის არ ჩანს მიზეზი.

??????