სოლმი სერჟო
გაზიარება

ნისლი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

ძლივს, როგორც იქნა, შენ დამიბრუნდი,
ჩემო მეგობარო, ნისლო!
ჩემს კისერს შემოეჭდო შენი მსუბუქი თეთრი მკლავები
და მე ვგრძნობ თავს ისე,
თითქო სამშობლოში ვიყო -
მოშორებული დამღუპველ მზეს,
მოშორებული გაშიშვლებულ სინათლეს,
რომელიც ასე არ მიყვარს...
ო, როგორ ჰშველის ჩემს დაიარებულ თვალებს
შენი ნაზი, გაურკვეველი ციმციმი,
რარიგ ანიჭებს იგი დღეთა მსვლელობას
გარკვეულ რიტმს,
ოდეს მორცხვად გვიწინასწარმეტყველებს
დინჯი და დარბაისელი
ზამთრის მოახლოებას.
რა რიგ ძალგიძს შენ
შთაუნერგო მთელს ცხოვრებას კაცისას
მსუბუქი მოლოდინი,
დაქანცულობის სიტკბო და მორჩილება იმ ძვირფასი წამის,
რომელიც ძილს მოასწავებს.

??????