მზევ შემოდგომის (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
ღონემიხდილო შემოდგომის მზევ,
შენი უძლური შუქით რომ ცდილობ
ამ გათოშილი წამის გათბობას, -
ეგ შენი სახე სათნო და მშვიდი
გაშეშდა უცებ, გამოიფიტა.
შენს უღიმღამო, გაცრეცილ შუქზე
გაუფერულდა ჩემი ცხოვრებაც...
მე ახლა უკვე არაფერს ვნატრობ,
მწყურია მხოლოდ შენი დაღლილი
ალერსი, შენი ბრმა მოფერება,
და მინდა შენი უკანასკნელი
კოცნა მეღირსოს, ვიდრე წყვდიადის
ფარდა ორივეს დაგვეფარება...
ო, სიყვარულო
ახლადგაჭრილო
საფლავო ტკბილო და სანეტაროვ,
ვით დედამიწის წიაღი ბნელი...