სიმიკი ჩარლზ
გაზიარება

ქინძისთავით მიმაგრებული თვალები (მთარგმნელი: ზვიად რატიანი) 

რამდენი შრომა უწევს სიკვდილს.
არავინ იცის, როგორი გრძელი
და დამღლელი დღეები აქვს, ახალგაზრდა
ცოლი სახლში მარტოა
და აუთოვებს სიკვდილის საცვლებს,
მშვენიერი ქალიშვილები
ამზადებენ სიკვდილის ვახშამს,
მეზობლები სხედან ეზოში
და მთელი დღე კარტს თამაშობენ
ან სხედან კიბის საფეხურებზე
და ლუდს წრუპავენ. ხოლო სიკვდილი
ქალაქის მათთვის უცნობ ნაწილში
დაძრწის, ყველა კართან აყურადებს
და ეძებს ვინმეს, ვინც ბოლო დროს ცუდად ახველებს.

ან გზა აებნა, ან შეცდომით დაიმახსოვრა
მისამართი. სიკვდილსაც კი არ შეუძლია
შეაღოს კარი, თუკი ჯვარი არ აქვს დასმული
განგებისგან. წინ კი ღამეა.
ქარიანი და გრძელი ღამე. წვიმაც მატულობს
და მას გაზეთიც კი არა აქვს, რომ წაიფაროს;
ძილმორეული, მილასლასებს შორი სახლისკენ,
თუმც შეუძლია ნებისმიერ საწოლში მიწვეს,
სიკვდილს ხომ ყველა საწოლი იტევს.

??????