სექსტონი ენ
გაზიარება

მზის ჩასვლების მძვინვარება (მთარგმნელი: დათო გაბუნია) 

რაღაც
ცივი შემორჩა ჰაერს,
ყინულისა თუ
ფლეგმის აურა.
მთელ დღეს ნაგებ სიცოცხლეს
კი მზის ჩასვლა შთანთქავს.
იცლება სისხლით ჰორიზონტი,
თითქოს სიცოცხლეს
ცერა თითს უწოვს.
ცერა თითი, ასე პატარა
ასე წითელი,
თვალს ეფარება.
და მაოცებს მარტოდმარტოს
ეს სიცოცხლე -
თუ - სიზმარი,
რომელშიც ვცხოვრობ.
შემეძლო, ზეცა -
როგორც ვაშლი -
სულ უბრალოდ ჩამეკბიჩა,
მაგრამ სანაცვლოდ
ვკითხავ ვარსკვლავს,
ცაზე პირველი რომ ამოვიდა:
აქ რატომ ვარ?
რატომ ვცხოვრობ მე ამ სახლში?
ვისი ბრალია?
გისმენ,
რას მეტყვი?

1974

??????