სენდბერგი კარლ
გაზიარება

ბავშვური სათამაშოები 

არის ცისფერი ვარსკვლავი, ჯენეტ,
იქამდე თხუთმეტი წლის სავალია,
საათში ასი მილის სიჩქარით თუკი ვიქროლებთ.

და არის თეთრი ვარსკვლავი, ჯენეტ,
იქამდე ორმოცი წლის სავალია,
საათში ასი მილის სიჩქარით თუკი ვიქროლებთ.

თქვი, რომელი ვარსკვლავისაკენ
წავიდეთ ერთად -
ცისფერისკენ თუ თეთრისაკენ?

??????