ბოლოს და ბოლოს, მე რა ვარ, იცით? მე ვარ საათი მაღვიძარა, თქვენის სურვილით მომართული თქვენივე ხელით; და როცა თქვენთვის საჭიროა, - გულისხეთქებით გაღვიძებთ რომ ძილმა არ დაგცეთ...
და მერე ხშირად, როგორც მადლობა, თავში თქვენივე ხელი მხვდება, - ხმა რომ ჩავიგდო...