სანაი
გაზიარება

* * * მე შენთან შეყრის შორი იმედით (მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი) 

მე შენთან შეყრის შორი იმედით
ძალმიძს, ვიცოცხლო ათასი წელი
და თუ მოვაღწევ, გამიკვირდება,
რა უცებ გპოვე, ოცნება ძველი.
თუ ვერ მოვაღწევ, მაინც ტკბილია
ეს გზა - იმედის ცრემლებით სველი.
რა ვუყოთ, განა ყველა ეწია
მიზანს, ვინც განვლო ქვეყანა ვრცელი?
ან ვინც დათესა, მოიმკო კიდეც?
მთიბველს ყოველთვის გაუჭრის ცელი?
მე შენმა ტრფობამ უცებ დამძლია,
აღავსო ჩემი არსება მთელი.
ეს ცეცხლი ტანჯვით არა ნელდება,
რაღაც საოცრად დამრია ხელი.
არ მინახიხარ ჯერაც არასდროს,
მაგრამ ყოველთვის შენს ხილვას ველი.
შევცქერ ვარსკვლავთა შორეულ ციმციმს
და თვალებს მიწვავს ალმური მწველი.
მე გავხდი შენი ნანადირევი,
დაღად მაჩნია იარა ძველი.
შენმა ხატებამ გამაპარტახა
და მომანიჭა სამყარო მთელი.

??????