საბა უმბერტო
გაზიარება

ასპარეზობაში გამარჯვებული (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

ისინი, ვისაც უნახავს შენი თამაში ზღვასთან,
ს ი რ ი ნ ო ზ ს გიწოდებენ...
შენ, ასპარეზობაში გამარჯვებული,
ჩემს უსიხარულო ცხოვრებაში, ისე -
ვით მკრთალ ეკრანზე,
ხან გამოჩნდები, ხან ისევ გაჰქრები უცებ.
და მაინც,
როცა გაღიმებული გვერდით ჩამივლი ხოლმე
და თვალს ამარიდებ, -
მე ვგრძნობ:
ჩვენ ძაფი გვაერთებს, თუმცა წვრილი,
მაგრამ მაგარი ძაფი...
ბევრი მეგობარი - ქალი თუ ვაჟი - გახვევია გარს,
როცა შენ სასეირნოდ გამოდიხარ.
ახალგაზრდები,
თქვენ იკრიბებით კაფეში
და მხიარულობთ... და მხოლოდ ერთხელ
შენს სახეს მწუხარების ღრუბელმა გადაუარა
და შენი ბაგე დუმილმა გადარაზა:
დედაშენის აჩრდილი დაგიდგა მაშინ თვალწინ.
აჩრდილი, რომელმაც დააქორწინა შენი განთიადი
ჩემი ცხოვრების შეღამების ჟამთან.

??????