რუჟევიჩი თადეუშ
გაზიარება

ნაწნავი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

და როცა ღამით მატარებლით მოყვანილ ქალებს
თმა გადაპარსეს
გამოცხადდა ოთხი მსახური
მათ იატაკი გამოგავეს ცაცხვის ცოცხებით
და ქალის თმები დაახვავეს კუთხეში ზვინად.
გაკრიალებულ ვიტრინებში სუფთად გარეცხილ
მინების იქით ასვენია აწ სამუდამოდ
გაბრტყელებული დალალები და კულულები
მხრჩოლავ აირით გაგუდულთა
ამ თმებში ახლაც
გარჭობილია ალაგ-ალაგ რკინის სარჭები
და სავარცხლები
მზის გამჭოლი სხივი ოქროსფრად
არ გაანათებს ამ დალალებს
ანცი ნიავი
არ აუწეწავს ვარცხნილობას
შხაპუნა წვიმა
არ დაასველებს არასოდეს
და მამაკაცის
უხეში ხელი საალერსოდ არ შეეხება.
უზარმაზარი ვიტრინები გატენილია
კვამლში დამხრჩვალთა კვამლისფერი თმების ბოლქვებით
და ამ ბოლქვებში მოჩანს ერთი ქერა ნაწნავი
კოხტად დაწნული
ალისფერი ბაბთით შეკრული
თაგვის კუდივით პაწაწინა სწორედ ისეთი
რომლის წვალება
სკოლაში ასე სიამოვნებთ ონავარ ბიჭებს.
(ოსვენციმი, 1948).

??????