პრიგოვი დიმიტრი
გაზიარება

* * * გასრიალდნენ გოგონები ყინულზე (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი) 

გასრიალდნენ გოგონები ყინულზე
ყინულმა კი ვერ გაუძლო ორივეს -
ჩატყდა
და მართლაც - ვინ შესძლებს ასეთი
განათლებულებისა და თანამედროვეების გაძლებას
მე ნამდვილად ვერ გავუძლებდი
თუმც ყინული კი არა, ცეცხლი ვარ,
რაღაც საშინელება,
აი, ის გოგონები კი - დაიხრჩვნენ, როგორც ჩანს

??????