სარკე (მთარგმნელი: გიორგი ნიშნიანიძე)
რასაც თვალს მოვკრავ, იმწამსვე ვშთანთქავ -
სიძულვილი თუ სიყვარული ხელს ვერ შემიშლის,
ავი კი რა, გულმართალი ვარ -
პატარა ღმერთის თვალი გახლავარ.
თითქმის მთელი დღე მოპირდაპირე კედელზე ვფიქრობ,
იმდენ ხანს მიცქერია მისი დაწინწკლული
ვარდისფერი პირსახისათვის,
უკვე ნაწილად მიმაჩნია ჩემი გულისა.
და გული მიმდის, როცა ბინდი და სახეები გვაცალკევებენ.
მე ახლა ტბა ვარ. ქალის სახე ჩამშტერებია,
სიმართლეს ეძებს ჩემს მზერაში.
მიუბრუნდება მერე ჩემს შუქს და თავს მოატყუებს.
ზუსტად ვირეკლავ მის მსუქან ზურგსაც.
ხშირად ცრემლებით მაჯილდოვებს, როგორ ვჭირდები!!
ყოველ ორ წუთში უნდა დამხედოს,
ღამის ბინდს მისი თვალთა სხივი ჩამომწმენდს დილით.
როგორ დააახრჩო ჩემს ტალღებში პატარა გოგო
და დღემდე მხოლოდ გაუმაძღარ ზვიგენებს უხმობს.