მადონა ლაურა, ასე სათნო და სახიერი, ჩემი ცხოვრების გაზაფხულზე გამომეცხადა, 1327 წლის 6 აპრილს, მზის ამოსვლის ჟამს. ეს იყო ავინიონში, სანტა კლარას ეკლესიაში. გამოხდა ოცდაერთი წელიწადი და, ისევ ამ ქალაქში, ისევ აპრილის თვის მეექვსე დღეს და ისევ გამთენიისას - განუდგა საწუთროს და ცას შეერთო მისი ნათლითმოსილი სული.
ფრანჩესკო პეტრარკა, მინაწერი ვერგილიუსის თხზულებათა თავფურცელზე