პასტერნაკი ბორის
გაზიარება

ცრუ შეშფოთება (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე) 

ეზოში გობი, ვარცლი,
არ ჩანს მზრუნველი ხელი,
საღამო ნისლებს გვაცრის,
მოდის ბინდ-ბუნდი სველი.

სიბნელის ხველა ველზე,
როცა ცრემლს იშრობს თვალი,
მეოცე კილომეტრზე
კივილი ორთქლმავალის.

ჩაშავებული გზებით,
ადრე ჩამქრალი ფერით,
წვრილ-წვრილი სატკივრებით
შემოდის სექტემბერი.

თითქოს ველებზე ძევს და
არ იხილება თვალით
აუწერელი სევდა
ქალის ხმით ნატირალის.

და როცა ობლის ხმები
წამოეშლება არეს,
მგონია მისი თმები
გულზე მეც დამაყარეს.

კარებთან განარინდი
ყოველდღე ვხედავ ლამის,
თუ როგორ გამერიდა
ჩემი სულ ბოლო წამი.

გზა ჩამოკვალა მთიდან,
ყვითლად დაზაფრულ სერთან
და ფოთლის თავზარიდან
ზამთარი ჩამაშტერდა.

1941

??????