პასტერნაკი ბორის
გაზიარება

მარტი 

შვიდჯერ ოფლი პირს შეიშრო მზემ
და აბოდებს გაგიჟებულ ღელეს,
როგორც სოფლის დედაკაცი მხნე,
გაზაფხული არ აჩერებს ხელებს.

თოვლი დაჭკნა, შერჩა მხოლოდ ძაფად
მიმქრალი და ლურჯი რტოს და ლერწს,
მაგრამ ღვივის საძროხეში ჯაფა,
კბილთ ფიწალი მხიარულად კრეჭს.

ო, ეს დღე და ო, ეს ღამეები!
საწვეთური არ არსვენებს ყურს,
წელში გამწყდარ მწკრივებს ლოლუების
მობუტბუტე ნაკადულის შურთ.

სუსტი სუსხი საყოლს ვერას აკლებს,
მტრედი კუდით თოვლზე მარცვალს გვის
და ყოველთა აღმომაცენს, ნაკელს,
გაზაფხულის ოხშივარი სდის.


1946

??????