პასტერნაკი ბორის
გაზიარება

იმპროვიზაცია (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე) 

ფრთამობარტყუნეთ, შხეფთამფრქვეველთ, ვუტენი ჩიჩახვს -
ეს კლავიშების შავ-თეთრ გუნდებს ვაპურებ ხელით.
სახელოს ვიწევ. ეგლისება სიბნელე იდაყვს.
წინ ვიშვერ მკლავებს. იძაბება მოხრილი წელი.

და იდგა ბნელი. და ეს იყო დიდი წყლისპირი
ქოჩრიან ტალღით. მე მეგონა შეზრდილებს ქართან
უმალ მოკლავდნენ, მოკვდებოდა ვიდრე მგლისფერი,
ნისკარტმაგარი, მოყაყანე გუნდი ფრთოსანთა.

და დიდი იყო ეს წყლისპირი. და იდგა ბნელი.
და ქუფრი კუპრით სავსე ქილებს ალი დაყვება.
ნავის ქიმის ქვეშ ტალღამ დახრა ტბის ფსკერი, ვრცელი.
ძიძგილაობდნენ ფრინველები დაღმა იდაყვის.

გუბეთ ხორხებში, ყველგან ღამე ჭყუმპალაობდა.
მე კი ვფიქრობდი, ვიდრე ბარტყი არ გაუძღიათ,
დედები უმალ ჩაიკლავდნენ, ვიდრე ჩაკვდება
ეს მოყატყატე რულადები მრუდე ყიაში.

1915

??????