შეხედე ბეჩავ ფარვანას (მთარგმნელი: მაგალი თოდუა)
მეფის ჯარსა და დივანში,
გული მეფისკენ ნუ გიწევს,
ცეცხლი ნუ გიძევს თივაში!
თბილის მეფის სასახლე,
მნათობნი მისნი ნათობენ,
მაინც გახსოვდეს, მეფის კარს
არ გაეკარო სათოფედ!
შეხედე ბეჩავ ფარვანას,
ეს მცნება კი ვერ დაიცვა,
კელაპტარს გაეთამაშა
და ცეცხლის ალში დაიწვა.
მწდევ, ხედავ? სუნთქვა გაჭირდა,
დარდმა მომსპო და დამადნო,
ღმერთი არა გწამს? დამისხი
მიქენი საქმე სამადლო!
რა იცი, იქნებ დამიცხრეს
მაგ თეთრი ღვინის ბადაგით
გული დარდსა და ვარამში
უღვთოთ ნაწვი და ნადაგი!